გორის მუნიციპალიტეტის მერია "რეგიონ ფეშენ ვიქის" ორგანიზატორების
მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს სპეციალური განცხადებით პასუხობს.
თავაზარაშვილის უწყება განცხადებს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცლებს
და მოდების ჩვნების დასკვნითი ღონისძიების ჩაშლაზე პასუხიმგებლობას
იხსნის.
" მერიამ „მოდების კვირეულის“ ორგანიზატორების თხოვნით, ტექნიკური
მხარდაჭერა განახორციელა, რაც აპარატურითა და სკამებით უზრუნველყოფას
გულისხმობდა. 22 ივლისს, მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, კეთილმოწყობის
სააგენტოს თანამშრომელი დაშავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ
დრომდე მძიმეა. ამ ფაქტიდან გამომდინარე, მერიამ ღონისძიების
ორგანიზატორებს სთხოვა, რომ ჩვენების დასკვნითი ღონისძიება
გადადებულიყო, რაზეც თავდაპირველად მივიღეთ თანხმობა, თუმცა ეს
გადაწყვეტილება შეცვალეს და მერია ნაკისრი ვალდებულების(ტექნიკითა და
სკამებით უზრუნველყოფას) შესრულებას აპირებდა, მაგრამ ორგანიზატორებმა
რამოდენიმე საათის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს ღონისძიება
„ახალბაღში“ გაემართათ თუ სასტუმროში. მას შემდეგ რაც, წვიმა დაიწყო,
გადაწყვეტილება მიიღეს და ღონისძიება გადაიტანეს რესტორანში, რის
გამოც მერიის ტექნიკური უზრუნველყოფა აღარ დასჭირდათ."-წერია მერიის
განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მერიას ინტერნეტ ტელევიზია ,,POSTV“ - ი "რეგიონ
ფეშენ ვიკის ჩვენებაზე არ მოუწვევია, ვინაიდან ის არ იყო
ორგანიზატორი. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ფეშენ ვიქის"
ორგანიზატორები მერიის მისამართით დაუსაბუთებელ ბრალდებებს
აჟრერებენ.
,,განმარტებას გავაკეთებთ „POSTV“ - ის გადამღებ ჯგუფთან
დაკავშირებითაც, მერია არ იყო ღონისძიების ორგანიზატორი და
შესაბამისად არც ერთი ჟურნალისტი არ მიუწვევია.
აქვე ვაცხადებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ორგანიზატორების მხრიდან
მერიის მისამართით დაუსრულებლად ისმის არასწორი და ცრუ ბრალდებები.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ამ წუთიდან უარს აცხადებს ამ საკითხებთან
დაკავშირებით უპასუხოს კითხვებს. ეს არის უწყების ბოლო კომენტარი და
ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებები აღარ გაკეთდება."-იუწყება
მერია.
შეგახსნეებთ, რომ
"რეგიონ ფეშენ ვიქის" ორგანიზატორებმა გორის მერიის
მისამართით, რიგი ბრალდებები დღეს, შიდა ქართლის საინფორმაციო
ცენტრისთვის მიცემულ
ინტერვიუში გაავრცელეს.
სტატიის გამოყენების პირობები