გორის ინციდენტის მთავარი მონაწილე გიორგი მასხულია მილიონერმა თურქეთში გაგზავნა
გორში, რესტორან ,,მზიურში" მომხდარი ინციდენტის მთავარი მონაწილე გიორგი მასხულია თურქეთშია. მასთან ერთად მოდელი დარინა გაგნიძე იმყოფება. მასხულია ამბობს, რომ ბილეთი შემთხვევის ღამეს, თურქმა მილიონერმა შეუძინა.

,,ხალხს ჰგონია, რომ მე გორის ამბების გამო გავფრინდი. ავიაბილეთი თურქეთის ერთ-ერთმა გავლენიანმა მილიონერმა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ შეიძინა, რადგან გადაღებები მაქვს თურქეთში. თან ჩემი მოდელი, დარინა გაგნიძე მახლავს.“-ამბობს მასხულია.
დიზაინერი ნინო ადამაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ამ დრომდე არ ადასტურებს და ირწმუნება, რომ ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

,,თმებით თრევა არის, როდესაც ითრევ, დააგდებ ძირს, სცემ და მოატრიალებ „პოლზე“ და ასე შემდეგ... არ მითრევია თმით, ნამდვილად. თმით ნათრევი ქალი ასეთი განწყობით არ უნდა აძლევდეს ინტერვიუებს. ესე დალაგებულად და მიზანმართულად არ უნდა საუბრობდეს. ცემას არ ჰქონიოა ადგილი, იქ ისეთი ამბავი იყო, რომ ძაღლი-კატას ვერ ცნობდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ გადი-თქო და გრძელი თმა აქვს და მომედო ხელი. მე ამას ვთვლი, რომ ნაზად მოვკიდე და თმაში მოხვდა ხელი. ესეც იმიტომ, რომ ვიყავი ძალიან გადამწვარი, ვინერვიულე, საუკეთესო მეგობარი რომ ცუდად გახდა, ემოციურ ფონზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი, რომ გადი-მეთქი და თმით ნამდვილად არ მითრევია.“ - აცხადებს მასხულია.

გიორგი მასხულია POS-TV-ს მიერ, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც ექსპერტიზამ ადამაშვილზე ძალადობა დაადგინა. დიზაინერი თვლის, რომ ერთ დღეში ექსპერტიზა მსგავს დასკვნებს არ აკეთებს და გაჟღებული ინფორმაცია ყალბია.

„ვფიქრობ, რომ POS-TV-ს მიერ, გასაჯაროვებული ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი. ადამაშვილი მივიდა ექსპერტიზაზე, გადაცემა იმავე დღეს დამონტაჟდა და ასე მალე, რანაირად არის ექსპერტიზის პასუხი?“ - დიზაინერი იმასაც ამბობს, რომ, ერთ დროს, თვითონ და ნინო ადამაშვილი, პარტნიორები იყვნენ და „მის მკერდის“ კონკურსი ერთობლივი ძალებით გააკეთეს. მოგვიანებით კი, ერთმანეთს იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ ადამაშვილმა მასზე საუბარი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით დაიწყო.

,,ადამაშვილს ყურადღებას აღარავინ  აქცევდა, იმიტომ რომ წარუმატებელი კონკურსი ჰქონდა ,,მის მკერდი", მხოლოდ ორი პროექტი გაქაჩა, ისიც იმიტომ, რომ მე ვედექი გვერდით და მე გავუკეთე უსასყიდლოდ მთელი პროექტები. მერე მიღალატა და ჩემზე ლანძვა დაიწყო. საუკეთესო მეგობარს, წლების მეგობარს უღალატა, სოსო კავკავაშვილს. ამით კი, გაიპიარა თავი. 28-ში ვბრუნდები საქართველოში და ამას, ასე არ დავტოვებ.“-გვეუბნება მასხულია.

ცნობისთვის, ნინო ადამაშვილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზიის ბიუროში პოლიციელებმა გუშინ მიიყვანეს, მასაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და მის კაბასაც, რომელიც ადამაშვილის მტკიცებით, ინციდენტის დროს დაზიანდა. საქმეზე გამოძიებას შსს ძალადობის მუხლით აწარმოებს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო

გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა, რომელსაც ,,ფეშენ უიქის" ბანერი მიჰქონდა

გორში ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მესამედ შეცვლილი გადაწყვეტილება - გორში ,,Fashion Week" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება

რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"

რესტორან “მზიურთან“ მომხდარ ფაქტზე POST-TV-ს წამყვანმა მტკიცებულებები წარადგინა
Print

სტატიის გამოყენების პირობები