ნუგზარ ლამაზოლღი 22 ივლისს სატვირთო ავტომანქანის ძარიდან
გადმოვარდა და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. უგონო მდგომარეობაში
მყოფი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
დაშავებულის შვილი ამბობს, რომ გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა
მამამისი სატვირთო ავტომანქანის ძარაზე. შვილისთვის ცნობილია, რომ
მამამისი მუშაობდა დასუფთავების სამსახურში, ხოლო სატვირთო
ავტომანქანაზე არ უნდა აღმოჩენილიყო.
,,ვინ და რატომ დაავალა ბანერის გადატანა და სატვირთო ავტომანქანაზე
ასვლა, გამოსაძიებელია" - ამბობს რაფიკ ლამაზოღლი.
იხ. ამავე თემაზე:
გორში მუშა მანქანიდან
გადმოვარდა
გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ
განყოფილებაში მოათავსეს
,,როგორ
აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი
გამოძიებას
ითხოვს.
,,ბანერი
დაბმული იყო მანქანაზე" - ამბობს გორის კეთილმოწყობის სააგენტოს
დირექტორი
სტატიის გამოყენების პირობები