კომპანია ,,ეკო ჯორჯიას", რომელიც გორში პლასტმასის გადამამუშავებელი
ქარხნის აშენებას გეგმავს, მიწა ერთ ლარად გადასცეს. ამის შესახებ
ინფორმაციას ქონების მართვის სააგენტო ავრცელებს.
qartli.ge-მ გაარკვია, რომ კომპანია ,,ეკო ჯორჯიას" წილების 66%-ის
მოფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან. რესგიტრაციის მიხედვით,
მოსკოვში ცხოვრობენ. დანარჩენი 34% კი, - საქართველოს მოქალაქეებს
ეკუთვნის.
,,ეკო ჯორჯია" დაფუძნდა 2019 წლის 29 მაისს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქალაქ გორში, სუხიშვილის
ქუჩა N2-ში, სამრეწველო ზონაში, ბიოდეგრადირებადი პარკების
მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 1 000 000 ლარის ინვესტიცია
განხორციელდება და 50-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქონების ერთ
ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდება. ბიზნესის
მხარდასაჭერად შპს „ეკო ჯორჯიას“ სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოსგან 5550 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული
შენობა-ნაგებობა გადაეცა.
,,ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბუნებრივი პროდუქტისგან და
ადვილად იხრწნება მიწასათან შეხებისას, შედეგად არ გააჩნია უარყოფითი
ეფექტი გარემოზე. საწარმოს გახსნის შემდგომ, კომპანია თვეში 2-3
მილიონი სხვადასხვა სახის ბიოდეგრადირებადი პარკის წარმოებას და
ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას გეგმავს."
იხ. დოკუმენტები
სტატიის გამოყენების პირობები