კასპში აუზის გაკეთების მოთხოვნით პეტიციის შეგროვება დაიწყო
კასპში საცურაო აუზის აშენების მოთხოვნით პეტიციის შეგროვება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი მკვიდრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ კასპში გაიხსნას საცურაო აუზი, ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღეთ ხელმოწერების შეგროვებაში" - მიმართავს თანამოქალაქეებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეტიციის შესადგენად მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის ხელმოწერაა საჭირო, რათა შვილებს უფრო ჯანსაღ გარემოში გაზრდის საშუალება ჰქონდეთ.

სოციალურ ქსელში მის განცხადებას უკვე 200-მდე კასპელი მოქალაქე გამოეხმაურა და პეტიციაზე ხელმოწერის სურვილი დაუდასტურა.

კასპის მერიაში საკითხის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები