ფშაველი-ომალოს გზაზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება
დღეს, მაშველებმა ფშაველი-ომალოს გზის განაპირას ხევში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სულ ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის კვლავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

27 ივლისს, ფშაველი-ომალოს გზაზე (თელავის რაიონი), სატვირთო ავტომანქანა გზიდან გადავარდა. გადარჩა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 პაციენტი თელავის რეფერალურ საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები