ქვიშხეთში შეყვარებულისთვის ,,სიყვარულის ხეივანი" შექმნეს
ქვიშხეთში, მხატვარმა არსენ გომარელმა ,,სიყვარულის" ხეივანი შექმნა. სოფლის შესასვლელში, ჭადრის ხეებზე ფუნჯებით წარწერა გააკეთა.

ხეივნის ქვეშ გავლისას გამვლელები წაიკითხავენ სიტყვას - ,,სიყვარული"

ამბობს, რომ იდეა მას და მის მეგობარს ეკუთვნის.

„ჩემმა მეგობარმა შეყვარებულს მიუღვნა, ადრეც გავაკეთეთ, თუმცა დააზიანეს. ორი დღის წინ კი, საღებავით დავაწერეთ, ისე რომ ვეღარავინ წაშლის „ - უთხრა Qartli.ge-ს არსენ გომარელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები