გორში, სტალინის #9 და #13 კორპუსის ეზოებში წყალი ამოდის. ამის
შესახებ გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელს
ინფორმაცია საკრებულოს წევრებმა მიაწოდეს.
საკრებულოს წევრების განცხადებით, ეზოებში სასმელი წყლის მილებია
დახეთქილი, ხოლო მიწის ზედაპირზე ამოსული წყალი შემდეგ კორპუსების
სარდაფებში ჩადის:
,,მე, მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ სტალინის #9 კორპუსში წყალი
პირდაპირ სარდაფში ჩადის. გუშინაც მითხრეს კორპუსის მცხოვრებლებმა,
რომ აუტანელი სიტუაციაა. დავუკავშირდით შესაბამის წარმომადგენელს, თუ
არ ვცდები, წყალმომარაგების კოპანიაში გვითხრეს, რომ სანამ მაგ ეზოში
სამუშაოები არ დამთავრდება, წყლის მილებს ვერ გამოვცვლითო" - აცხადებს
საკრებულოს წევრი თამარ მურალოვი.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ
მიღებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ.
საკრებულოს წევრმა, ზაალ გუდაძემ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მძიმე
მდგომარეობაში სტალინის #13 კორპუსის ეზო. აქაც სასმელი წყლის მილია
გახეთქილი.
სტატიის გამოყენების პირობები