,,მიხედეთ საყვავილეების ტერიტორიას" - გორში გარემოვაჭრეებმა გურამიშვილის ქუჩიდან ავტოსადგურში გადაინაცვლეს
,,გურამიშვილის ქუჩიდან რომ გარემოვაჭრეები აყარეთ, წადით და ახლა ავტოსადგურში მიდით. იქ არიან ისინი." - უთხრა გორის საკრებულოს წევრმა კახა ბურჯანაძემ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს გიორგი გაგნიძეს.

კახა ბურჯანაძის თქმით, ის ადამიანები, ვინც გურამიშვილის ქუჩაზე ვაჭრობდნენ, ზედამხედველობის სამსახურისგან აკრძალვის შემდეგ, ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდნენ.

,,მართლაც, რა საშინელებაა საყვავილეების ტერიტორიაზე. მთელი ტანსაცმელი იქაა აძონძილი. თუ არ ვცდები, სავაჭრო ცენტრ ,,21-ე საუკუნესთანაც" ეგრეა. ძალიან მისახედია ეგ ამბავი. ისე, რა ქნან ზედამხედველობის ბიჭბმა, სულ რაღაც 500 ლარზე მუშაობენ" - თქვა თამარ მურალოვამ.

ზედამხველობის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი გაგნიძის განმარტებით, მერიის საზედამხედველო ფუნქცია კერძო ტერიტორიაზე არ ვრცელდება:

,,ავტოსადგური და ბაზარი არ არის ჩვენი ტერიტორია, შესაბამისაც, მერია იქ რაიმეს ვერ აკრძალავს" - განაცხადა გიორგი გაგნიძემ.

საკრებულოს კომისიის სხდომაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში მოისმინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები