,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში ყველა სკოლა არ იყო ჩართული. ამაზე
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?" - ჰკითხა გორის საკრებულოს წევრმა,
თამარ მურალოვამ გორის მერიის სპორტის განყოფილების უფროსს.
თამარ მურალოვის მოსაზრებით, ოლიმპიადები ბოლო დროს შედარებით
არაორგანიზებულად ტარდება, რითაც ის ახალგაზრდები იჩაგრებიან,
რომლებსაც სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება სურთ, თუმცა
ინფორმაცია მოსწავლეებამდე არ მისულა:
გორის მერიის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი, თეა კეჩხუაშვილი
ამბობს, რომ ეს საკითხი სკოლების ფიზკულტურის მასწავლებლებთანაა
მოსაკითხი:
,,ჩვენ ყველა სკოლას ვუგზავნით დებულებას. ისინი ეცნობიან პირობებს და
სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ.
ჯობია, ფიზკულტურის მასწავლებლებს მოკითხოთ. როცა ვეუბნები, თუ რატომ
არ იღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში ბავშვები, ფიზკულტურის
მასწავლებელი მეუბნება: სიაში რომ ჩავწერო, მერე შეჯიბრზე არ ჩამოვა,
იტყვის, წუხელის ღამენათევი ვიყავიო. ამას რომ პედაგოგი გეტყვის, რაღა
უნდა ველაპარაკო" - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.
საკრებულოს წევრების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სკოლის
ფიზკულტურის მასწავლებელთან ერთად, პასუხისმგებლობა დირექტორებმაც
უნდა აიღონ.
სტატიის გამოყენების პირობები