შიდა ქართლიდან ალექსი ქურდაძემ ქართულის გამოცდაში 69 ქულა აიღო
ხაშურელმა ალექს ქურდაძემ საქათველოს ეროვნულ გამოცდებზე, ქარული ენისა და ლიტერატურაში 69 ქულა აიღო. მაქსიმალური კი, 70 ქულა იყო. ის ხაშურის მერვე საჯარო სკოლაში სწავლობდა.

„60 ქულაზე მეტს ველოდი, მაგრამ ამდენს არა. ერთი ქულა გრამატიკაში დამაკლდა, მხატვრული ტექსტის ანალიზში. საერთო ჯამში გამოცდა რთული არ იყო, თუმცა მეშინოდა დროში რამდენად ჩავეტეოდი, თავიდან გადავიკითხე შეცდომები რომ არ დამეშვა. მინდა თავისუფალი ბიზნესის ადმინისტრირებას დავეულო ამისთვის დამატებით საგნად მათემატიკა მაქვს არჩეული. ქართულ ენაში პირველი ვარიანტი შემხვდა. დავწერე ესსე „მასმედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში-საბჭოთა კავშირი და „ფეიკ“ ნიუსები“. რეპეტიტორთან მხოლოდ ერთი წელი ვემზადებოდი“ - უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ალექს ქურდაძემ.

მასთან ინტერვიუ ჯერ კიდევ 1 ივლისს ჩავწერეთ, როდესაც ალექსი გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა:

მეორე დავალება ,,ესსე“ იყო - მასმედიის გავლენა საზოგადოების განწყობაზე. არგუმენტირებული მსჯელობით უნდა დაგვეწერა, ვეთანხმებოდით თუ ან არ ვეთანხმებოდით. მე, ძირითადად, პარალელები გავავლე პროპაგანდაზე, და დავეთანხმე, რომ მედიას შეუძლია შეუცვალოს ადამიანების განწყობა და დააფორმიროს მათი აზრი.“ - გვითხრა ალექსი ქურდაძემ.

თუ როგორ იყენებდა საბჭოთა კავშირის პროპაგანდას, ამის თაობაზე ალექსი გვიყვება:

,,რომ საზღვარგარეთიდან არ შემოსულიყო ინფორმაცია; რომ დღევანდელი რუსეთი იყენებს ყალბ, ფეიკნიუსებს, რომ საზოგადოება დასავლეთის წინააღმდეგ განაწყოს“ - ამბობს ალექსი.


ქურდაძე რამდენიმე სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია, მათ შორის „ალგორითმის“ სადაც ის საუკეთესო ათეულის წევრად დასახელდა. მე-8 სკოლის ყოფილი მოსწავლე ასევე 2017-2018 სასწავლო წლების ეტალონის გამარჯვებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები