შიდა ქართლში მდინარეების: ძამას, ტანას და თეძამის ხეობების გვერდით,
მნიშვნელოვანი ადგილი მდინარე კავთურას ხეობას უკავია. სწორედ, ამ
ხეობაშია ქვათახევის მონასტერი. მონასტრის ზევით კი, ცოტამ თუ იცის,
რა ხდება.
ტურისტული ორგანიზაციის
,,მწვანე
ზებრას“ მოლაშქრეებს აქ ყოველ სეზონზე ტური აქვთ
დაგეგმილი. სწორედ, მათ მიერ გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
დიდმა ქართველმა მეცნიერმა, სერგი მაკალათიამ, მდინარეს ხეობას
სპეციალური ნაშრომი, ჯერ კიდევ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში
მიუძღვნა სახელწოდებით - ,,კავთურის ხეობა“.
"მაღალ ქედზე აგებულია თავკავთას წმ. გიორგის ეკლესია და დიდი
ციხე-გალავანი.. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით არის ძველი
ციხე-გალავანი... იგი აგებულია კლდოვან ნიადაგზე ქვითკირით, მისი
კედლის სიმაღლე რვა მეტრია. კავთის ციხე-გალავანი ნაგებია კლდის დიდი
ლოდებით და ციკლოპური ნაგებობის შთაბეჭდილებას სტოვებს. მისი კედლების
სისქე 1, 50 მეტრს უდრის. ციხე-გალავანს უჭირავს ერთი ჰექტარი
ფართობი. თუ მტერი ეკლესიის გალავანში შეიჭრებოდა, მაშინ ხალხი
ციხე-გალავანში იხიზნებოდა და აქედან ებრძოდა მტერს" - წერს სერგი
მაკალათია.
ამ ხეობით სამხრეთ საქართველოდან მტერი შიდა ქართლში გადადიოდა.
ამიტომ, სერგი მაკალათია წერს, რომ თავკავთას ციხეს ქართლის სამეფოს
დასაცავად მნიშვნელოვანი როლი ეკავა.
კავთის ციხე მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც: ,, დიდგორის
კალთას, არს ციხე კავთისა, მაღალს კლდესა ზედა შენი".
მეცნიერი გიორი შატბერაშვილი წერს, რომ "კავთა" მდინარე კავთურის
ხეობაში გაბტონებული სახელწოდებაა (კავთა, თავკავთა, კავთის-ხევი,
კავთურა, კავთის ციხე, კავთის ეკლესია, გვარი კავთიაშვილი).
თავკავთას სახელით მეორე ეკლესიაა აშენებული სოფელ თვალადში. მის
შესახებ მაკალათია აღნიშნავს:
,,მე-16-17 საუკუნეში, გადმოცემით, თავკავთაში ლეკებს მლოცველები
დაუხოცავთ, ხალხი ლეკების შიშით თავკავთაში ვერ მიდიოდა. ამის გამო
მის მოადგილედ ეს ეკლესია აქ აუშენებიათ".
ს. მაკალათია თავის წიგნის დასაწყისში განიხილავს ხალხში გავრცელებულ
ლეგენდას კავიანი ჯოხის შესახებ:
,,ერთ მეცხვარეს უძველეს დროში კავიანი ჯოხით კავთურის სათავის
ნანგრევებიდან ხატი გამოუტანია. ეს ხატი იქე დაუსვენებიათ და კავთის
წმინდა გიორგის პატარა ეკლესია აუგიათ. "ამ ისტორიული კავის გამო
ადგილსა და მდინარესაც კავთა დარქმევია". მეცხვარის გვარიც
კავთიაშვილად შეუცვლიათ.“
სერგი მაკალათიას მიაჩნია, რომ ,,კავთა“ მომდინარეობს ,,კვართისგან“;
გიორგი შატბერაშვილი კი თვლის, რომ კავთა მომდინარეობს ხევსურულ
,,ქავთასგან“, რაც ციხესიმაგრეს ან ციხე-გალავანს ნიშნავს.
მოლაშქრეთა კლუბი "მწვანე ზებრა" დაარსდა 2015 წლის 21 მარტს.
განსხვავებული მარშრუტების, პროფესიონალი ორგანიზატორების,
კომპეტენტური ინსტრუქტორების, უსაფრთხოების ზომების დაცვისა და მაღალი
ხარისხის მომსახურების წყალობით მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და
სიყვარული.
დღეს, "მწვანე ზებრა" ქართული სალაშქრო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი
ორგანიზაციაა და აერთიანებს ტურიზმის სხვადასხვა.
სტატიის გამოყენების პირობები