შუა გზაზე გაჩერებული პოლიციის მანქანა
გორში სტალინის გამზირზე პოლიციის პიკაპი შუა გაზეა გაჩერებული. საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, გზის სავალ ნაწილზე, ავტომანქანის გაჩერება და დგომა აკრძალულია.

ეკიპაჟის წევრები სხვა პოლიციელებთან ერთად საუბრობენ. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომაა გაჩერებული მანქანა შუა გზაზე, კომენტარი არ გააკეთეს.

შემთხვევის ადგილზე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც მოქალაქემ ფაქტი მობილურით გადაიღო.

გორში, მომხდარ ერთ-ერთ დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რა დროსაც გადაადგილდებოდნენ საპოლიციო ავტომობილით. ღონისძიებების დროს საჭირო გახდა ავტომობილის შეჩერება და ოპერატიული მოქმედებების ჩატარება. საპოლიციო ავტომობილს გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა არ შეუფერხებია და რამდენიმე წუთის შემდეგ სამართალდამცველებმა იგივე ავტომობილით დატოვეს ფოტოზე ასახული ტერიტორია." - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები