გორში, 7 აგვისტოს, ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის ფინალური შეხვედრა
გაიმართება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას
მიეძღვნება.
მანამდე, ძირითადი თამაშები თბილისში, 5-6 აგვისტოს, ,,იმედის“
სპორტკომპლექსში ჩატარდება. ფინალურ მატჩებს კი უკვე გორის ცენტრალური
სტადიონი უმასპინძლებს.
7 აგვისტოს მესამე-მეოთხე ადგილებისთვის ბრძოლა 14:00 საათზე, ხოლო
პირველი ადგილისთვის -15:00 საათზე დაიწყება.
ტურნირში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 გუნდთან ერთად ბაქოს
,,ყარაბაღიც“ მონაწილეობს.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა
ასოციაცია.
სტატიის გამოყენების პირობები