ავტობანზე ავარიის გამო მოძრაობა შეფერხდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავარია მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი და სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მსუბუქ ავტოანქანას ავარია ავტობანზე ცხინვალის გადასახვევთან, ხიდთან შეემთხვა. გარკვეული დროის მანძილზე მოძრაობა შეფერხებული იყო.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები