უფლისციხეში ახალი ხიდი აშენდება
მთ. ფოტოზე: არსებული ხიდი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მდინარე მტკვარზე, ახალი ხიდი აშენდება, რომელიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს დააკავშირებს. ამის თაობაზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2,6 მლნ ლარი გამოყო.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი ხიდის ატრიბუტები, რომელსაც მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება. კომპანიამ ახალი ხიდის მშენებლობა 540 დღეში უნდა დაასრულოს.

ხიდის პროექტი:

გადაწყვეტილება ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ 1986 წელს აშენებულ ხიდი დეფორმაციას განიცდის. ამის შესახებ
qartli.ge წერდა. ხიდის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაწყებულიყო.





ახალი ხიდის აშენებამდე კომპანია ,,ჯეოტექსერვისმა" წინასწარი სამუშაოები ჩაატარა. მდინარის ორივე ნაპირზე ჭაბურღილი გათხარეს და ნიადაგის მდგომარეობა შეისწავლეს. ახალი ხიდი არსებული ხიდის გვერდით აშენდება.

ფოტოზე: ჭაბურღილის გათხრა ნიადაგის შესასწავლის მიზნით



დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან.

ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა. ამის შემდეგ აშენდა ახალი ხიდი, რომელიც, ბეტონის საყრდენების გარდა, ვინტებით (რკინის მსხვილი მავთულები) გაამაგრეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები