გორში ქუჩის მოსარეცხი მანქანები გამოჩნდა
გორში ახალი სპეცმანქანები გამოჩნდა.

3 ერთეული მცირე ტევადობის ნაგვის გასატანი, 2 ერთეული ქუჩის მოსარეცხი და 1 ერთეული საშუალო ტევადობის ნაგვის გასატანი მანქანა გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შპს ,,სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.

ახალი მანქანები დღეს დილით, გორის ცენტრალურ გამზირზე გამოსცადეს. პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ქუჩის მოსარეცხი მანქანები გარდა წყლის გამანაწილებლისა, აღჭურვილია ქვიშის საყრელი ტექნიკური მოწყობილობებით, ასევე წინა ნიჩბითა და მხვეტავი ფუნჯით. ორივე სატრანსპორტო საშუალებას ზამთარში, უხვი ნალექის დროს, შუძლია როგორც გზების თოვლისგან განთავისუფლება, ასევე სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილის დაყრა.

უწყებამ 6 სპეცმანქანა მუნიციპალიტეტის დასუფთავების ხელშეწყობის მიზნით შეიძინა და ექსპლუატაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობი სააგენტოს“ გადასცა.

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები