,,ხაშურში მოქალაქეს დავით ბაქრაძის პლაკატის გამო სოციალური დახმარებას მოუხსნეს" - გირჩი
ხაშურში, ნანა ცერცვაძეს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ის იმ სახლში
ცხოვრობს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული.
ინფორმაციას, მოქალაქის თხოვნით, ორგანიზაცია ,,გირჩის"
წარმომადგენელი ავრცელებს. მისი განმარტებით, ნანა ცერცაძეს დახმარება
მას შემდეგ მოუხსნეს, რაც სახლის წინ, არჩევნების პერიოდში, დავით
ბაქრაძის პლაკატი გამოაკრა.
ხაშურის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, გოჩა ბარბაქაძე
ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი გამორიცხულია და ტყუილი:
,,ეს კონკრეტული ქალბატონი მობრძანდეს ჩვენთან და მივაწვდით
ინფორმაციას სოციალური დახმარების შეწყვეტის თუ შეჩერების შესახებ.
ვიდრე თვითონ არ მოვა, ამ ინფორმაციას ვერ გავცემთ" - აცხადებს გოჩა
ბარბაქაძე.
სტატიის გამოყენების პირობები