ამირან გაბრიელიძემ მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღო
საქართველოს ეროვნულ გამოცდებში, მათემატიკაში ერთ-ერთი უმაღლესი ქულის მფლობელი ამირან გაბრიელიძეა. ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს. ამირანმა მათემატიკაში მაქსიმალური, 59 ქულა მიიღო.

ამბობს, რომ მაღალი შედეგის მოლოდინი ჰქონდა.

“დავამთავრე გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლა, გამოცდას რაც შეეხება, მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა და გამოცდებისთვისაც ყველაზე მეტად ამ საგნისთვის ვემზადებოდი. 59-ს შეიძლება ითქვას, რომ ველოდი. თავისუფალ უნივერსიტეტში ვაბარებ, ფაკულტეტი – მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები. სამომავლოდ მინდა, კარგად დავეუფლო ამ პროფესიას.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გორის ნომერ მესამე საჯარო სკოლასა და ჩემს რეპეტიტორს, რამაზ ბუჟღულაშვილს. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისათვის”, – ამბობს ამირანი. EDU.ARIS.GE-ს ცნობით, ამირანს ყველა სხვა გამოცდაშიც ძალიან მაღალი ქულები აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები