ხაშურში, რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ
ხაშურში, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან.

ამის შესახებ qartli.ge-ს საქართველოს პროპკავშირების წარმომადგენელმა, ვიტალი გიორგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ასობით ადამიანის მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

,,ანალოგიური მდგომარეობა არის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჩვენ ვხვდებით დასაქმებულებს და ვისმენთ მათ პოზიციას. ვგეგმავთ რკინიგზის დეპრატამენტთან შეხვედრას და დასამქებულების პოზიციის გაცნობას,“-გვითხრა გიორგაძემ.

რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვის თარიღად 10 აგვისტოს ასახელებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები