ივლისში გამყოფ ხაზთან 46 მოქალაქე დააკავეს
2019 წლის ივლისში, გამყოფ ხაზთან, 46 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, დაკავებულთა რიცხვი წინა თვესაც ანალოგიური იყო.

46 მოქალაქიდან 16 პირს სახელმწიფო საზღვრის, ხოლო დანარჩენ 30-ს სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდება წაუყენეს.

ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებს შორის, 3 მოქალაქე რუსეთის საზღვართანაა დაკავებული, დანარჩენი ცამეტი კი, - საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიის სიახლოვეს.

30 ადამიანი დაჯარიმდა, 1 - ე.წ. რესპუბლიკიდან განდევნეს, 2 - განთავისუფლდა ჯარიმის გარეშე. 13 პირს გააფრთხილება მისცეს.

მთლიანობაში, დე-ფაქტო რესპუბლიკის ხაზინაში 60 ათასი რუბლის ოდენობის თანხა ჩაირიცხა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები