სოფელ ზემო სობისში წნევის აპარატი და ჭიქების სერვიზი მოიპარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში სახლი გაქურდეს.

qartli.ge სოფლის წარმომადგენელს, კობა ბერიანიძეს დაუკავშრიდა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა მერებაშვილების ოჯახში მოხდა.

,,ეს ამბავი მერებაშვილის ოჯახში მოხდა. როგორც მითხრეს, სახლიდან წაღებულია წნევის აპარატი და ჭიქების სერვიზი." - ამბობს კობა ბერიანიძე.

შემთხვევა, 3 აგვისტოს, ღამის საათებში მოხდა. ქურდი, წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან გადავიდა. ფაქტის შესახებ ახალსოფლის შს განყოფილებას აცნობეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 177 მუხლის მესამე ნაწილით მიმდანრეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები