სოფელ გორიჯვარში პოლიციამ 105 ძირი კანაფი ამოიღო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გორიჯვარში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სათავსოებიდან გორიას პოლიციის თანამშრომლებმა 105 ძირი კანაფი ამოიღეს.

4 აგვისტოს, სამართალდამცველებმა ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

როგორც qartli.ge-ს შსს პრესსამსახურში განუცხადეს, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საქმეზე გამოზიება 265 მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები