გორში ჩაშლილი „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ფინალი თბილისში გაიმართა
თბილისში, შარდენზე,  გუშინ ღამით „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ფინალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისელ დიზაინერებთან ერთად, გორელმა დიზაინერმა, ლიზი მამულაშვილმა მიიღო.

მან „არა ოკუპაციას“ თემაზე შექმნილი ლუქები  სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდის“ მოდელებს მოარგო.

მაყურებლის წინაშე პერფორმანსით მომღერალი პაატა თედიაშვილი წარსდგა. მან მოდელებს თავზე მავთულხლართებისგან შექმნილი გვირგვინები დაადგა.

ნუგზარ კვანტალიანმა ნაციონალური სამოსი წარმოადგინა, გიორგი მასხულიამ კი, -  გათანამედროვებული სამოსი.

საღამოზე მუსიკალური ნომებით გორელი მომღერალი, ჯაჯუ ვარსკვლავაძეც წარსდგა. გარდა ამისა, იმღერეს ელა დევლახმა და მარი ემიმ.

„ძალიან კარგი საღამო გამოვიდა თუმცა, უკეთესი იქნებოდა გორში, სადაც ცნობილი მოვლენების გამო „რეგიონ ფეშენ ვიქის“ დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. ეს არის საერთაშორისო პროექტი და მომავალ წელსაც აუცილებლდ გაიმართება.“-გვითხრა ღონისძიების ორგანიზატორმა ინგა სიორიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „რეგიონ ფეშენ ვიქი“ გორში გასულ თვეში ჩაიშალა. ღონსიძიების ორგანიზატორებმა მხოლოდ ორი საღამოს მოწყობა მოასწრეს, დასკვნითი ღონისძიების დღეს კი, „ფეშენ ვიქი“ რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შედგა.


იხ. ამავე თემაზე:


გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო

გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა, რომელსაც ,,ფეშენ უიქის" ბანერი მიჰქონდა

გორში ,,Fashion Week"-ის დასკვნითი ღონისძიების გამართვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მესამედ შეცვლილი გადაწყვეტილება - გორში ,,Fashion Week" რესტორან ,,მზიურში" დაიხურება

რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"


Print

სტატიის გამოყენების პირობები