ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაზე გორიდან ,,შატო ატენს" და ,,კულას" წარადგენენ
2019 წლის 4-7 სექტემბერს ლატვიის რესპუბლიკის ქ. რიგაში ,,Riga Food 2019" გაიმართება. საქართველოდან 13 კომპანია იქნება წარდგენილი, მათ შორის, ორი გორიდან.

,,შატო ატენი" და ,,კულა" 24-ე საერთაშორისო გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას. ოფიციალური ინფორმაცია ლატვიურ მედიაში უკვე გამოქვეყნდა.

საერთაშორისო გამოფენა „Riga Food 2019“ იმართება კომპანია „BT1”-ის მიერ, სადაც სოფლის მეურნეობის (კვების პროდუქტების, სასმელების, კვების პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიის, შეფუთვის, ინოვაციის) პროდუქტებს წარადგენენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები