ერგნეთში, ომის მუზეუმში, ომის მოგონებებს შესახებ, ტექსტებს
შეაგროვებენ და ერთ კრებულად გამოსცემენ. ინიციატორი მუზეუმის
დამფუძნებელი, ლია ჩლაჩიძეა.
ლია ჩლაჩიძე ფიქრობს, რომ მორალური და ადამიანური ვალდებულებაა
მომავალ თაობას ის კრებული დაუტოვონ, სადაც რეალურად ომის ისტორია
იქნება გადმოცემული.
,,რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომი ჩვენს ტკივილად იქცა. თითოეული
ადამიანის ტრაგედია უკვე ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ძნელია
მათ მხოლოდ ადამიანური ისტორიები უწოდო. ეს ომის ისტორიაა.
ვითხოვთ, მოგონებანი ნებისმიერი ფორმით მოგვაწოდონ აგვისტოს
ომის მუზეუმში, რათა ავკინძოთ, ერთ დიდ წიგნად გამოვცეთ და ძალიან
ცუდი მოგონებების კრებულად დავუტოვოთ ჩვენს მომავალ თაობას..." -
ამბობს ლია ჩლაჩიძე.
სტატიის გამოყენების პირობები