ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ.
საზღვარი ჩაკეტილია.
გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა
აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.
დეფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გამშვები პუნქტების
მუშაობა 9 აგვისტოს დილის 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
სტატიის გამოყენების პირობები