სოფიო მურადოვი საწოლსაა მიჯაჭვული
აგვისტოს ომის სახე, სოფიო (ზოია) მურადოვი მძიმედაა ავად. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები საუბრობენ.

ისინი ეკრანების წინ ქალბატონი ზოიას გამოჩენას უკვე ერიდებიან: ,,მიჯაჭვულია საწოლს და ძალიან გვეუხერხულება" - გვითხრეს ოჯახის წევრებმა.

სოფიო (ზოია) მურადოვი 2008 წლის 8 აგვისტოს, გორის დაბომბვის დროს, დაიჭრა. მას ორივე კიდური დაუზიანდა. 11-წლის მანძილზე ამდენივე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო.

ერთი თვის წინ, მის საპატივსაცემოდ, გორში, მიწისქვეშა გადასასვლელში სტენსილი გააკეთეს. კედელზე ქალბატონი ზოიას ასლი დახატეს. კედლის მხატვრობა, გორის მე-9 სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი შერმადინმა შეასრულა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები