სტალინის სახლ-მუზეუმი მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, 2
192 ვიზიტორით ნაკლებმა დაათვალიერა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენრტს მუზეუმიდან
აცნობეს.
საბჭოთა დიქტატორის სახელობის სახლ-მუზეუმს ივლისში სულ 19 311
ვიზიტორი ეწვია, აქედან უცხოელია 17 735, ქართველი 260, ხოლო მოსწავლე
1 676.
ივნისში ვმათი რაოდენობა ასეთი იყო: სახლ-მუზეუმში სულ 21 503
ვიზიტორი მივიდა, აქედან 20 206 უცხოელია, 152 ქართველი, ხოლო 1 145
მოსწავლე.
მაისის თვეში მუზეუმს 21 423 ვიზიტორი ეწვია, აპრილში 14 647, მარტში
8 876, თებერვალში 3 222, ხოლო იანვარში მათმა რაოდენობამ 4 221
შეადგინა.
ცნობისთვის, ყველაზე მეტი სტუმარი სტალინის სახლ-მუზემმა 1980 წელს
მიიღო, მათმა რაოდენობამ 1 003 400 შეადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები