ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვიტოს ომის 11 წლის
თარიღთან დაკავშირებით შეხვედრა-დისკუსია მიმდინარეობს.
ღონისძიების მონაწილეები ომის დროინდელ ისტორიებს იხსენებენ და დღეს
არსებულ ვითარებას აფასებენ.
თავდაპირველად აუდიტორიამ ვიდეომასალა ნახა, თუ რა ხდებოდა გორსა და
მის სოფლებში 2008 წლის აგვისტოში.
შეხვედრას ის ადამიანები ესწრებიან, რომლებმაც საკუთარ თავზე
გამოსცადეს ომის ტრაგედია.
ღონისძიება ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ მიერ არის ორგანიზებული.
სტატიის გამოყენების პირობები