შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშები ღამის 12 საათიდან დაუშვეს შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე.

დროშები პარალელურად ქვეყნის ყველა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაზე, მთავრობის განკარგულების საფუძველზე დაუშვეს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები