რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის
დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო.
8 აგვისტოდან დაიწყო ინტენსიური ბრძოლები საქართველოს შეიარაღებულ
ძალებსა და რუსული რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს შორის.
ზუსტად 11 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი
გაანადგურა.
ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს,
სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში
თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.
რუსულ აგრესიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე,
შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი
ემსხვრპლა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და
სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს.
მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების
შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც
გაიცემა სახელმწიფო გასაცემელი.
IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე
გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.
2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში
18 679 ოჯახს.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული
ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ განაგრძობს სუვერენული და
დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას,
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით.
სტატიის გამოყენების პირობები