ბოშურის სამხერხაოს მუშებმა მამაკაცი ბავშვის თანდასწრებით სცემეს
ხმაური იყო გუშინ საღამოს ტანას ხეობაში. სოფელ ბოშურის სამხერხაოს
მუშები, რომლებიც სატვირთო მანქანით გადადგილდებოდნენ ადგილობრივ
მამამაკაცს არასრუწლოვანის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის შესახებ ინფრომაცია qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა, ბოშურის
ადმინისტრაციულ ერთეულში, კახა თინიკაშვილმა დაუდასტურა.
„ზემო ბოშურში ერთ-ერთი ოჯახის სიძიეა ეს ბიჭი, ბავშვთან ერთად იყო
გზის პირას და ღობეს აკეთებდა. ამ დროს ამოუვლია მაღალი სიჩქარით
სატვირთო მანქანას სადაც ქარხნის მუშები იდჯნდენ. კინაღამ ბავშვი
გაიტანესო, ამბობენ. საყვედური მიუცია ამ ბიჭს, ასე ჩქარა რომ აიარეს
და გადმოსულან მანქანიდან და უცემიათ. მალევე განიმუხტა სიტუაცია,
მერე ადგილობრივებმა გააშველეს,“-გვითხრა თინიკაშვილმა.
შსს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც საგამოძიებო
უწყების პრესსამსახურში qartli.ge-ს განუცხადეს, დაწყებულია
მოკვლევა.
სტატიის გამოყენების პირობები