,,ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
მამუკა ბახტაძემ გორში ყოფნის დროს. ის ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ
კორპუსებში იმყოფებოდა, სადაც, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იანი
წლების კონფლიქტის შედეგად დევნილები ცხოვრობენ.
,,დღეს მე სტუმრად ვიმყოფებოდი ოჯახში, რომელიც იძულებული იყო 90-იანი
წლების დასაწყისში დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი. ისინი ცხინვალიდან
არიან. დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო
ოკუპაცია და სწორედ ეს არის პასუხი, რომ ოკუპაცია დაიწყო 90-იანი
წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულები იყვნენ
დაეტოვებინათ თავიაანთი სახლ-კარი. ვიმყოფებით დასახლებაში, რომლის
მშენებლობაც ორი წლის წინ დაიწყო. წელს და მომავალ წელს კიდევ 2
000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა’’ - განაცხადა მამუკა
ბახტაძემ.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი შესრულდა. სწორედ ამ
თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გორში,
ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი
90-იან წლებში ცხინვალიდან დევნილი ქესანაშვილების ოჯახს პირადად
ესტუმრა და ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს ბინა კიდევ 2 000-ზე მეტ
დევნილს გადაეცემა.
..ჩავთვალოთ, რომ ის, რაც ამ კორპუსების სახით გვაქვს, მხოლოდ,
დროებით გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენი მუდმივი საფიქრალი
კი დაკარგული ტერიტორიებია’’ - აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა
პრემიერ-მინისტრათან შეხვედრის დროს.
სტატიის გამოყენების პირობები