რა ხდება გუგუტიანთკარში
,,ეგ ბოძები დიდი ხანია ჩასმულია, თუმცა, გუშინ შეამჩნიეს, რომ ვიღაცეები გადმოვიდნენ. ვერ გეტყვით, ვინ იყვნენ. როგორც ამბობენ, რუსი სამხედროები იყვნენ" - აცხადებს მერეთის თემის წარმომადგენელი რუსუდან კილაძე.

მისი განმარტებით, სოფელი  სასმელი წყლის პრობლემის წინაშე არ დგას, რადგან მთავარი ჭაბურღილი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრებმა განაცხადეს, რომ ახალი ღობეების დამონტაჟების შემდეგ, სასმელი წყლის ჭაბურღილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა, რასაც რუსუდან კილაძე არ ადასტურებს.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები ქართულმა პოლიციამ შენიშნა. ამის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაგაავრცელა.

სამინისტრო რუსი სამხედროების ქმედებას გმობენ და აღნიშნავენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განახლდა.

2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები