ყინწვისის მონასტერში იატაკი მარმარილოს ქვებით მოაპირკეთეს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგნეტოში აცხადებენ, რომ ყინწვისის მონასტერში იატაკი მარმარილოს ქვებით მოაპირკეთეს.

ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა. პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალურ განცხადებას უწყება გაავრცელებს.

სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გავრცელებულ ფოტოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მე-12 საუკუნის ტაძარს მოპრიალებული იატაკი არ ჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები