ავტობანზე მანქანა დაიწვა
დღეს, ავტობანზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა იგოეთი-გორის მონაკვეთზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანით მძღოლს ტურისტები გადაჰყავდა.

ხანძრის შედეგად მანქანა მთლიანად დაიწვა. მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები