კასპში გზის დაგების დროს მიხვდნენ, რომ სარწყავი არხი გადის
კასპში, ბორჯომის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ გზას სარწყავი არხი კვეთს.

პროექტში კი, სარწყავი არხი მითითებული არ იყო. ადგილობრივი მცხოვრებლებმა კომპანიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მოასფალტების შემთხვევაში, არხი გაუქმდება, ამიტომ, საჭირო გახდა მიწისქვეშ მილის ჩადება.

საუბარია, დაახლოებით 30 მ სიგრძის სარწყავი არხის მილებზე. როგორც კასპის შპს ,,სოფლის წყალი" მერიას ატყობინებს, აუცილებელია, მოასფალტებამდე ახალი მილის შეძენა. ამისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა გამოიყო.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, სამშენებლო კომპანია ხელმძღვანელობს იმ პროექტის მიხედვით, რომელსაც მერია ტენდერის გამოცხადების დროს, აქვეყნებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები