დღეს დილით რუსი სამხედროები ხურვალეთსა და ორჭოსანს შორის მდგარ
საოკუპაციო ბანერთან გამოჩნდნენ. ამის შესახებ Qartli.ge-ს
ადგილობრივმა მკვიდრმა ლუდა სალიამ განუცხადა.
მისი თქმით, გრეიდერმა მიწა მოასწორა:
„დღეს დილით ორჭოსანსა და ხურვალეთს შორის, იქ სადაც ე.წ. საზღვრის
აღმნიშვნელი ბანერებია, რუსი ოკუოპანტები გამოჩნდნენ. ისინი ორი
„გრეიდერით“ იყვნენ. კარგად არ ჩანდა, მაგრამ სამხედრო პორმიანები რომ
იყვნენ დავინახე. გზა ნმოასწორეს და გააგანიერეს. ეჭვი მაქვს რომ
მავთულხლართების გასავლებად მოამზადეს ტერიტორია“- უთხრა Qartli.ge-ს
ადგილობრივმა ლუდა სალიამ.
სოფლის წარმომადგენლის განცხადებით, საოკუპაციო ძალების
წარმომადგენლები საქართველოს პოლიციის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არ
გადმოსულან, თუმცა მაინც დასაზუტებელია ეს ინფორმაცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ,
ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სტატიის გამოყენების პირობები