ფერისცვალების სახელობის ხუთი ტაძარი შიდა ქართლში
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს ათ თორმეტ დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

ყველა მოქამედ ეკლესია-მონასტრებში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინა. სახარების მიხედვით დღევანდელ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეების: პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე თაბორის მთაზე ფერი იცვალა, რომლის დროსაც მის გვერდით ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მოსე და ელია იდგნენ.

ისინი მაცხოვართან იმ ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ რაც მას იერუსალიმში ელოდა.

დღესასწაული მარიამობის მარხვას ემთხვევა და იგი თევზით ხსნილია. ფერისცვალობას იკურთხება ყველა სახეობის ხილი განსაკუთრებით კი ყურძენი.

Qartli.ge გთავაზობთ აღნიშნული ტაძრების მოკლე ისტორიას და ფოტომოსალას.


1. ფერისცვალების ტაძარი გორში 2014 წელს გაიხსნა. მდებარეობს სადგურის დასახლებაში.





2. ფერისცვალების სახელობის კიდევ ერთი ტაძარი არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში.

ტაძარი სოფელის განაპირას, აღმოსავლეთით, სასაფლაოზე მდებარეობს. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ხაშურის მუნიციპალიტეტი:

3. ბრილის ფერისცვალების ეკლესია - დგას სოფელ ბრილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე.

თარიღდება XI საუკუნით. (ჯაბა ლაბაძის ფოტო)



4. ქვიშხეთის ფერისცვალების ეკლესია - დგას სოფელ ქვიშხეთში, სასაფლაოზე. სოფლის ჩრდილო–დასავლეთით, ადგილ ფერიცვალაზე.

თარიღდება ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანით.



ქარელის მუნიციპალიტეტი:

5. რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი - მდებარეობს რუისის ცენტრში.

გადმოცემით, რუისის ცენტრში მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარი პირველად ვახტანგ გორგასალს აუგია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები