ოკუპანტების მიერ გატაცებული 8 მამაკაცი ისევ ტყვეობაში რჩება
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე კვლავ ცხინვალის ე.წ. მილიციის იზოლატორში რჩება.

გატაცებულთა მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვთ მათ ოჯახის წევრებს.

ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ.

საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალუბნის მკვიდრი 7 მოქალაქე მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი სასაფლაოდან ტაძრის მოსალოცად იმყოფებოდნენ.

აღნიშნული ფაქტიდან მეორე დღეს ოკუპანტების ტყვეობაში მეჯვრისხევის მცხოვრებიც აღმოჩნდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები