ბორდერიზაციის განახლებიდან მე-14 დღეს გუბერნატორი გუგუტიაანთკარში ჩავიდა
შიდა ქართლის გუბერნატორი გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის განახლებიდან მე-14 დღეს ჩავიდა.

Qartli.ge შიდა ქართლის რწმუნებულს ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა თუმცა, გიორგი ხოჯევანიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია თუ სად იმყოფებოდა 14 დღე გუბერნატორი და რატომ არ ჩადიოდა ის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფერლში.

დღეს, 20 აგვისტოს ის სოფელში ჩავდა და იქ მიმდინარე პროცესი შეაფასა.

„ეს არის გზავნილი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლის მიმართ, რომელიც ჩვენს გვერდით არის და მკვეთრად და მკაფიოდ აფიქსირებენ და გმობენ რუსეთის ქმედებებს. ჩვენ ერთობლივად პარტნიოერების მხარდაჭერით უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი,“- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლის რწმუნებულმა კომენტარი სარწყავ წყალთან დაკავშირებითაც გააკეთა.

რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტები არხი, რომელითაც რამდენიმე სოფლის მოსაზლეობა სარწყავად იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.

„ჩვენ სოფლის მოსახლეობის გვერდით ვდგევართ, მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას სარწყავი წყლის გარეშე არ დავტოვებთ. შესაბამისი უწყებები მუშაობენ იმისთვის, რომ გუგუტიანთკარი წყლის გარეშე არ დარჩეს,“- აცხადებს ხოჯევანიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები