გუგუტიაანთკართან რუსული სამხედრო ვერტმფრენი შენიშნეს
გუგუტიაანთკართან, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა.

როგორც qartli.ge-ს მერის წარმომადგენლის ასისტენტმა იაგო ელიკაშვილმა განუცხადა, ფაქტი დაახლოებით 12 საათზე დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ვერტმფრენი ცხინვალის მხრიდან გადმოფრინდა და ახალგორის მიმართულებით წავიდა.

„როგორც მე დავინახე, ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აქეთ არ გადმოსულა,“-უთხრა qartli.ge-ს ელიკაშვილმა.

„ფაქტზე გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,“- აცხადებენ სუს-ში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები