პოლიციის თანამშრომლებმა ქარელთან მანქანა შეაჩერეს, საიდანაც
მარიხუანა ამოიღეს.
შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მანქანა ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
ჩხრეკისას კი, ამოღებული იქნა მარიხუანა. შსს-ში არ აკონკრეტებენ, თუ
რა რაოდენობის კანაფზეა საუბარი.
ძალოვანი უწყების ცნობით, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზი.
გამოძიება კი, 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა,
გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო
მოხმარებას გულისხმობს.
სტატიის გამოყენების პირობები