,,ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება“ - სუსი გუგუტიაანთკართან რუსული ვერტმფრენის გამოჩენაზე
სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს, რუსული სამხედრო ვერტმფრენის განმოჩენას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება.

„ფაქტის გამო გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს,“- აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, გუგუტიაანთკარის სიახლოვეს ადგილობრივებმა რუსული სამხედრო ვერტმფრენი დღეს, 12:00 საათისთვის შენიშნეს. რუსულ ვერტმფრენს, ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია თუმცა, ფაქტს, მორიგ პროვოკაციულ ქმედებად აფასებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები