2019 წლის 25-27 აგვისტოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ჩაიკეტება ყველა ის
გამშვები პუნქტი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გადაადგილდება. ამის
შესახებ ინფორმაციას ე.წ. რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი
ავრცელებს.
პრეს-სამსახურის განცხადებით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის იუბილესადმი
მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს უკავშირდება.
,,2019 წლის 25 აგვისტოს 20:00 საათიდან, დაგეგმილია მოქალაქეების
დროებით შეჩერება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიისკენ
გადაადგილდებიან. ამ საგუშაგოების ფუნქციონირება განახლდება
ჩვეულებისამებრ, დილის 06:00 საათიდან, 2019 წლის 27 აგვისტოს." -
აღნიშნულია განცხადებაში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფ ხაზთან
მდებარეობს, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე
გადმოსასვლელად წესები გამარტივებული აქვთ.
2008 წლის 26 აგვისტოს დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას,
რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.
სტატიის გამოყენების პირობები