გორში მამაკაცი ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში პოლიციამ ქვეითად მოძრავი 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა.

სამართალდამცველებმა მოქალაქის ჩხრეკისას სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს.

როგორც qartli.ge-ს შსს პრესსამსახურში უთხრეს, მოქალაქე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკეს. ამოღებული კი, მოთეთრო ნივთიერებაა.

ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამაართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები