გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა დღეს დილით 2 საათი იმუშავეს
დღეს, დილით, გუგუტიანთკართან რუსმა სამხედროებმა 2 საათი იმუშავეს.
წინა დღეებში დამონტაჟებულ ძელებზე რკინის ბადეები გაავლეს.
საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა მუშაობა 11 საათზე დაასრულეს.
„დილით დაახლოებით ორი საათი იმუშავეს, აღმართეს რკინის ღობეები და
წავიდნენ“- უთხრეს Qartli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი სოფელ გუგუტიანთკარში
რუსმა სამხედროებმა 7 აგვისტოს განაახლეს, ამ პერიოდის განმავლობაში
მათ 160 ბოძი დაამონტაჟეს, საერთო ჯამში სამუშაოების შედეგად
ოკუპირებული ტერიტორია 400 მეტრით გაიზარდა.
სტატიის გამოყენების პირობები