გორის საკრებულოს თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს მიმართავს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს მიმართავს.

დავით რზამაძე საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოუწოდებს, დროულად მიიღონ კანონი, რომელიც არათვითმმართველ ქალაქებს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის საშუალებას მისცემს.

ავტობუსების სადგომის და დამხმარე ნაგებობის მოწყობის პროექტი დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, წევრებმა ერთხმად მოიწონეს.

„მე მინდა, რომ ყველა პარლამენტარს თხოვნით მივმართო: დროულად მიიღონ კანონი, რომელიც მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს მართონ ტრანსპორტი. საუბარი მაქვს, გორის მგსავსად იმ მუნიციპალიტეტებზე, რომლებიც არ არის თვითმმართელი,“-განაცხადა დავით რაზმაძემ.

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი 10-მეტრიანი ავტობუსების შეძენას გეგმავს, მათ შორის, გორისთვის.

ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ პროგრამა EBRD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამაში წერია, რომ ახალ ავტობუსებს გორის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ფოთისა და რუსთავისთვის შეიძენენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები