კნოლევთან კვლავ დაკვამლიანებაა
ორი დღეა, ოკუპირებულ ზნაურის რაიონში, ბალახს და ხე-ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია. დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევთან დაკვამლიანება ისევ შენიშნეს.

ადგილობრივი მკვიდრი, ბადრი ციქუბაძე ამბობს, რომ ფოტოები სოფელ ხაბალაანთ და იონჩას მხარეს არსებულ სიტუაციას ასახავს.

,,მეორე დღეა, ჩვენი სოფლიდან ასეთი სიტუაცია ჩანს. როგორც ჩანს, ოსური მხარე ვერ ახერხებს ცეცხლის ჩაქრობას. დაკვამლიანება დღეს ხაბალაანთის მხრიდან ჩანს" - გვითხრა ბადრი ციქუბაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ცხელი ამინდები 3 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

იხ. ამავე თემაზე:

ხანძარი ოკუპირებულ ზნაურის რაიონში
Print

სტატიის გამოყენების პირობები